LG ლოგოს განაახლებს

Business Korea-ს ცნობით, სამხრეთკორეული კომპანია LG ლოგოს განახლებას აპირებს. კომპანიის სახელწოდება შეიცვალა და მას „მომავლის სახე“ დაარქვეს. ახალი ემბლემა სხვადასხვა ფერად ფონზე არსებული ასოების ფორმას წარმოადგენს. ჩვეულ ფორმასთან ერთად, ლოგოზე ციფრული ტექნოლოგიის სტილი გამოსახეს.

დიზაინის ახალი ვერსია საზოგადოების, ტექნოლოგიების, მსოფლიო და ბრენდის მომავალი კონცეფციების გაერთიანებაზე მიუთითებს. კომპანია გეგმავს, ლოგოს სხვადასხვა ვარიანტი საკუთარ პროდუქციაზე და სარეკლამო რგოლებში გამოიყენოს. თავიდან ახალი ლოგო კომპანიის თანამშრომლების სავიზიტო ბარათებზე გამოჩნდება. მათ შეუძლიათ, თავად აირჩიონ დიზაინის რომელიმე ვარიანტი. თავად სავიზიტო ბარათები, მდგრადი განვითარების ფარგლებში, გადამუშავებული ცელულოზისგან დამზადდება.

LG სამომავლოდ მასშტაბური სარეკლამო კამპანიის დაწყებას გეგმავს, რომლის მიზანიც ბრენდის იმიჯის გაუმჯობესება და ახალი აუდიტორიის მიმხრობაა. ამ გზით კომპანია შეეცდება, 1980-იან და 2000-იან წლებში დაბადებული თაობა (MZ) მიიზიდოს. სტრატეგიის რეალიზაციისთვის სარეკლამო კამპანიაში LG-ის ახალგაზრდა და პერსპექტიული თანამშრომლები ჩაერთვებიან.