ბათუმის გეზში არადეკლარირებული საქონელი გამოვლინდა

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,ბათუმი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის კუთვნილ ავტომობილში განთავსებული ტრანზიტული ტვირთის, რისკის პროფილის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული 5 930 კილოგრამი საკონდიტრო ნაწარმი გამოავლინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 37 660 ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.