261,6 მლნ ლარით მეტი - რა მოცულობის და რა ტიპის კრედიტი გასცეს სესხის გამცემმა სუბიექტებმა

2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა 261,6 მლნ ლარით მეტი სესხი გასცეს.

კერძოდ, სესხის გამცემი სუბიექტების კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, 2020 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, მათ მიერ გაცემული იყო 435 916 655 ლარის სესხი, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი 697 567 640 ლარის. აქედან 649, 442 მლნ ლარი ფიზიკურ, ხოლო - 48, 124 მლნ ლარი იურიდიულ პირებზე მოდის.

2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, სესხის გამცემი სუბიექტების მიერ გაცემულ კრედიტებს შორის, ყველაზე დიდი წილი სალომბარდე სესხებზე მოდის.

  • ლომბარდი - (271 881 სესხი) - 272 372 908 ლარი
  • ონლაინ სესხი - (256 581 სესხი) - 168 343 658 ლარი
  • სამომხმარებლო სესხი - ( 74 449 სესხი) - 163 326 986 ლარი
  • ვაჭრობა და მომსახურება - (2 728 სესხი) – 10 866 682 ლარი
  • ავტოსესხი (827 სესხი) – 3 516 988 ლარი

ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს დარეგისტრირების ვალდებულება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან აქვთ. ერონული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, რეგისტრირებული იყო 191 სუბიექტი, 2019 წლის იანვარში კი, როდესაც მათ რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ, მხოლოდ 11 სუბიექტი ოპერირებდა.

ნინი ქეთელაური