„ტერასა ჯგუფმა“ პროექტის შოურუმი გახსნა - რა ელოდებათ მისულ სტუმრებს?

საცხოვრებელი უბნისა და სამშენებლო კომპანიის შერჩევის პროცესს თან ერთვის რემონტსა და ავეჯზე ზრუნვის დაუსრულებელი ეტაპი, რომელიც საკმაოდ დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბინას კურორტზე ყიდულობ.

გარემონტებული ბინის შეძენისას კი მეორე პრობლემაა სამშენებლო და სარემონტო ხარისხისა და დიზაინის კონტროლი. პრობლემის გადასაჭრელად „ტერასა ჯგუფმა“ „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პროექტის შოურუმი შექმნა, რომელიც კომპანია ICR-ის, უფრო კონკრეტულად კი „ლაბორატორია ჩემი სახლისა“ და „მობლერის“ ავეჯითა და აქსესუარებით მოეწყო.

მომხმარებელს შეუძლია, შოურუმში თავად შეამოწმოს მასალების ხარისხი და დაათვალიეროს ავეჯი, რომლითაც მისი კუთვნილი აპარტამენტი მოეწყობა.

terasa1-1623824779.jpg

„ტერასა რეზორთ ბაკურიანი“ პრემიუმ-კლასის პროექტია. მიუხედავად იმისა, რომ „ტერასა ჯგუფი“ ყოველთვის დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს და კლიენტები ყველა ნიუანსის შესახებ წინასწარ არიან ინფორმირებული, მაინც გადაწყვიტა, სამშენებლო ბაზარზე ახალი ტრენდი შემოეტანა. კონკრეტულად, რას ემსახურება შოურუმი, ამის შესახებ კომპანიის კომერციულ დირექტორს თამარ გაფრინდაშვილს ვესაუბრეთ.

მისი თქმით, კომპანია ახალი ტიპის სერვისებს ნერგავს, რაც განვითარებულ ქვეყნებში უკვე საკმოდ აპრობირებული მეთოდია. სწორედ ამიტომ აღნიშნული ცვლილებები მორგებულია კლიენტების კმაყოფილების გაზრდასა და მათთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე.

„შოურუმის ნებისმიერ სტუმარს ექნება შესაძლებლობა დაათვალიეროს იმ ბინების ზუსტი მოდელები, რაც ტერასა „რეზორთ ბაკურიანის“ პროექტში არის გათვალისწინებული. აქ დაწვრილებით გაეცნობიან პროექტის უპირატესობებს და ყველაფერს აპარტამენტის შეძენის პირობების შესახებ“, - აღნიშნა მან.

terasa2-1623825293.jpg

თამარ გაფრინდაშვილის განმარტებით, შოურუმი მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, თავადვე აღიქვან ის სივრცე, რომელსაც მშენებლობის პროცესში შეიძენენ და წინასწარ დაათვალიერონ ის თითოეული ნივთი, რაც მათ დასრულებულ აპარამენტებში იქნება წარმოდგენილი.

„ტერასა ჯგუფი“ და ICR მომავალშიც აქტიურ თანამშრომლობას განვაგრძობთ და შოურუმის გარდა სხვა საერთო შეთავაზებები და აქციები გვექნება ჩვენი კლიენტებისათვის. მაგალითისათვის, ლოიალობის პროგრამა, რომელიც თითოეულ ჩვენს კლიენტს მისცემს შესაძლებლობას ICR-ის ბრენდებში დამატებით, სურვილის შემთხვევაში, შეიძინონ ნებისმიერი ნივთი სპეციალურ ფასად“, - აღნიშნა მან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ავეჯისა და სარემონტო მასალების ხარისხს უზრუნველყოფს „ლაბორატორია ჩემი სახლი“ და „მობლერი“, რომელიც კომპანია ICR-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. კომპანიაში განმარტავენ, რომ „ტერასა რეზორთ ბაკურიანში“ გამორჩეული ინტერიერის შექმნაზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ და იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ, მობინადრეები შედეგით აღფრთოვანებულები დარჩებიან.

„დამატებითი კომფორტისა და სიმყუდროვის შესაქმნელად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინტერიერი და ავეჯია. სწორედ ამიტომ პროექტ „ტერასა რეზორთ ბაკურიანისთვის“ ავეჯი შეირჩა პრემიუმ კლასის მაღაზიებში „ლაბორატორია ჩემი სახლი“ და „იტალიური შოურუმი ლაბორატორია“. აღნიშნული მაღაზიების უპირატესობა გახლავთ მათ მიერ წარმოდეგნილი პროდუქციის ექსკლუზიურობა, მაღალი, ევროპული ხარისხი და ტრენდულობა. პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი სახლისთვის შერჩეულია ევროპული, კერძოდ სერბული ბრენდის ავეჯი. სამზარეულოები კი წამყვანი იტალიური ბრენდ Colombinicasa-ს მიერ იქნება შექმნილი.

თითოეული სამზარეულოს პროექტი მომხმარებელის ინტერესების გათვალისწინებით დაპროექტდება „იტალიური შოურუმ ლაბორატორიის“ დიზაინერებთან ერთად, შექმნილი მოდელი კი იტალიაში დამზადდება, Colombinicasa-ს ქარხანაში“, - განმარტავენ კომპანიაში.

terasa3-1623825381.jpg

ბინის დაპროექტებისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამოცდილი პროფესიონალების გუნდის ჩართულობას, რაც შედეგად გვაძლევს კომოფრტულ, დახვეწილ ინტერიერს და მშვიდი ცხოვრების გარანტიას. პროფესიონალების მიერ დაპროექტებული „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ შოურუმის ნახვა კი დაინტერესებულ პირებს უკვე შეუძლიათ „ტერასა ლისის“ პროექტში ავთო ვარაზის ქუჩაზე, პირველი შესახვევი ნომერი 3.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, „ტერასა ჯგუფს“ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენლები პროექტთან დაკავშირებულ დეტალებს პირადად გააცნობენ.

sheavseganacxadi-1623825467.jpg

(R)