გერმანია კვანტურ ტექნოლოგიებში 2 მლრდ ევროს ჩადებს

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ფედერალური ხელისუფლება მომდევნო 4 წლის განმავლობაში კვანტური ტექნოლოგიების განვითარებაში 2 მლრდ ევროს ინვესტიციას განახორციელებს.

„გერმანია კვანტური ტექნოლოგიების კვლევის სფეროში მსოფლიო ლიდერებს შორისაა. 2025 წლამდე ჩვენ ამ დარგში ინვესტიციებისთვის დამატებით 2 მილიარდ ევროს გამოვყოფთ,“ - განცხადა მერკელმა ონლაინ კონფერენციაზე, რომელიც ქალაქ ენინგენში კონცერნ IBM-ის კვანტური კომპიუტერის ჩართვას მიეძღვნა.

ენინგენში ამუშავებული IBM-ის კომპიუტერი ევროპაში ყველაზე მძლავრი კომერციული კვანტური კომპიუტერია.

კოკა კვირკველია