L'Oreal კომერციული ჯაშუშობისთვის 370 ათასი ევროთი დააჯარიმეს

პარიზის კომერციულმა სასამართლომ ფრანგული კომპანია L'Oreal 370 ათასი ევროთი დააჯარიმა. მსოფლიოში კოსმეტიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია კომერციულ ჯაშუშობაში დამნაშავედ სცნეს. ინფორმაციას Agence France-Presse დაზარალებულ კომპანია Guinot-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ჯარიმის ოდენობა მოთხოვნილზე ბევრად ნაკლები დაადგინა. მოსარჩელე მხარე 13,5 მლნ ევროს ჯარიმას ითხოვდა.

სასამართლო დადგენილებით, L'Oreal-მა კომპანია Guinot-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიები და მეთოდები მიისაკუთრა. გამოძიებამ დაადგინა, რომ L'Oreal კონკურენტ კომპანიაში აგზავნიდა ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს შემმოწმებელ ინსპექტორებად ასაღებდნენ და მალავდნენ, რომ L'Oreal-ის დაკვეთით მოქმედებდნენ. ეს სპეციალისტები ყურადღებით სწავლობდნენ იმ მეთოდებს, რომლებსაც Guinot საკუთარ დაწესებულებებში იყენებდა და მის კომერციული საიდუმლოს წარმოადგენდა.

სასამართლომ მოთხოვნილზე ბევრად ნაკლები თანხით L'Oreal-ის დაჯარიმება განმარტა იმით, რომ Guinot-ის მიერ მიღებული ფინანსური დანაკლისი იმაზე ბევრად ნაკლები იყო, რასაც დაზარალებული მხარე მოითხოვდა.

კოკა კვირკველია