რუსული ზეთის საექსპორტო ფასები კლებას განაგრძობს

SovEkon-ს მონაცემებით, მიმდინარე თვის პირველ ნახევარში რუსეთში მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო ფასი 20 დოლარით დაეცა და ტონაზე 1,270 აშშ დოლარი შეადგინა. IKAR-ის ინფორმაციით, ტონაზე ფასი 1,300 აშშ დოლარიდან 1,267 აშშ დოლარამდე დაეცა.

ტონაზე 25 აშშ დოლარით შემცირდა ივლისის მომარაგების ღირებულებაც და 1295,00 აშშ დოლარი გახდა. 10 ივნისის მონაცემებით, ივლისში მიწოდების წინადადებების ღირებულებამ შეადგინა ტონაზე 1295.00 დოლარი, რაც ბოლო 3 თვის ივლისის მიწოდების მინიმალური ფასია.

კვირის განმავლობაში ივლისისთვის მიწოდების ფასის კლებამ ტონაზე 45 აშშ დოლარი შეადგინა, თვის განმავლობაში კი ტონაზე ფასი 320 აშშ დოლარით დაეცა.

ივლისისთვის მიწოდების ყველაზე მაღალი ფასი, მთელი სადამკვირვებლო პერიოდისთვის, 11 მარტს დაფიქსირდა და ტონაზე 1,770.00 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 20 მარტს მიწოდების მინიმალური ფასი დაფიქსირდა და ტონაზე 680.00 აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო კვირაში მზესუმზირის ზეთზე მსოფლიო ფასები 50-55 დოლარით ისევ დაეცა და 1285-1290 დოლარი შედგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ