„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან

კომპანია „ბრითიშ ამერიკან ტობაკო (BAT)“ აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში კომპანიის მიმართ გაკეთდა უსაფუძვლო და ცრუ განცხადებები. კომპანიაში აცხადებენ, რომ „ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ მაღალი რეპუტაციისა და პასუხისმგებლობის კომპანიაა, რაც არაერთ საერთაშორისო ანგარიშში დაფიქსირებულა და ყველა საჭირო საშუალებით მოახდენს საკუთარი რეპუტაციისა და უფლებების დაცვას. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან.

„კომპანია „ბრითიშ ამერიკან ტობაკო (BAT)“ თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც 1902 წელს დაარსდა და მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში „ბრითიშ ამერიკან ტობაკოს(BAT)“ მიერ წარმოებული თამბაქოს პროდუქტები უკვე 20 წელზე მეტია იყიდება. პროდუქტის სპეციფიკაციები ყოველი ქვეყნისათვის ინდივიდუალურად მზადდება და სრულად შეესაბამება ადგილობრივ კანონმდებლობას.

კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან. არაერთხელ დაფიქსირებულა კომპანიის წუხილი საქართველოში არსებულ თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან, სააქციზო პოლიტიკისა და შესაბამისი რეგულაციების გადახედვის საჭიროებასთან დაკავშირებით. კომპანია მზად არის ჩაერთოს ნებისმიერ ინიციატივაში, რომელიც ამ პრობლემის შემცირებას დაისახავს მიზნად.

„ბრითიშ ამერიკან ტობაკომ“ 2021 წელს ბიზნეს მოდელი შეცვალა და პროდუქციის იმპორტს მრავალწლიანი ბიზნეს პარტნიორის „თ&რ დისთრიბუშენის“ მეშვეობით ახორციელებს. მიუხედავად მკაცრი რეგულაციებისა კომპანია აგრძელებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას და ქართველ მომხმარებელს რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლესაც შესთავაზებს.

საქართველოს პარლამენტში კომპანიის მიმართ გაკეთდა უსაფუძვლო და ცრუ განცხადებები. „ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ მაღალი რეპუტაციისა და პასუხისმგებლობის კომპანიაა, რაც არაერთ საერთაშორისო ანგარიშში დაფიქსირებულა და ყველა საჭირო საშუალებით მოახდენს საკუთარი რეპუტაციისა და უფლებების დაცვას.

საქართველოში კომპანიის მიერ წარმოებულ სიგარეტები გახლავთ: Kent, Lucky Strike, Pall Mall, Rothmans“, - ნათქვამია განცხადებაში.