კომპანია ”ელსელი” აბრეშუმის ქსოვილის წარმოებას იწყებს

ტექსტილის მწარმოებელი კომპანია ”ელსელი” აბრეშუმის ქსოვილის წარმოებას იწყებს.

ამის შესახებ ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა ”საქმიან დილაში” ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, კომპანიამ შემორჩენილი ჭიის პარკის გადარჩენის პროექტი 2 წლის წინ დაიწყო. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ელგუჯა მამასახლისი ამბობს, აბრეშუმის ჭიიდან მიღებული ძაფით ქსოვილის მიღებას პროექტის  ”დამზადებულია საქართველოში” ფარგლებში გეგმავენ.

მისივე თქმით, ”ელსელის” ფაბრიკა სხვადასხვა ქსოვილის წარმოებასაც გეგმავს, რაზეც წინასწარი გათვლებით, ეტაპობრივად, 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.