გენერალური აუდიტორი - 36%-იანი საპენსიო სესხი ძალიან მაღალია

36%-იანი საპენსიო სესხი ძალიან მაღალია, - ეს განცხადება გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი ვაშაძის კითხვის პასუხად გააკეთა. ამასთან, როგორც მექვაბიშვილმა განმარტა, ის შესაბამის ხელშეკრულებას და მასთან დაკავშირებულ დეტალებს არ იცნობს.

"ჩემი, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქის პოზიცია ასეთია: 36% არის მაღალი პროცენტი. საპენსიო სესხი არის სამომხმარებლო ტიპის სესხი, როდესაც ჩვენს პენსიონერებს, ბებიებსა და ბაბუებს წინასწარ აძლევენ სესხს პენსიის უზრუნველყოფის ქვეშ. 36% სამომხმარებლო ტიპის სესხზე არის მაღალი", - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

გენერალურმა აუდიტორმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.