Сoca-cola-ს აქციების ფასი შემცირდა, Heineken-ის გაიზარდა - უკავშირდება თუ არა ეს სპორტსმენების ქმედებას

მსოფლიო ბირჟებზე Coca-Cola-ს აქციების ღირებულება ერთ-ერთი ვერსიით პორტუგალიელ სუპერვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს კი არა, გამაგრილებელი სასმელების გიგანტის მხრიდან აქციათა გეგმიურ „დაცემას“ უკავშირდება.

ექსპერტების მონაცემებით, 14 ივნისი Coca-Cola-ს აქციებისთვის ექს-დივიდენდურ დღეს წარმოადგენდა. წელიწადში 4-ჯერ, ყოველ კვარტალში Coca-Cola აქციების მფლობელებს დივიდენდებს უხდის ანუ მოგებას უყოფს. მაგალითად, იმისათვის, რომ აქციონერმა ივნისის 0,42 დოლარის დივიდენდი მიიღოს, ის Coca-Cola-ას აქციას 11 ივნისისთვის უნდა ფლობდეს, ხოლო 14 ივნისი წარმოადგენდა პირველ დღეს, როცა კომპანიის აქციებზე ვაჭრობა შემდგომი დივიდენდის ღირებულების გარეშე მიმდინარეობდა. აქციის ფასი დივიდენდის ოდენობის პლუს-მინუს დონეზე ვარდება. ზოგჯერ უფრო მეტადაც ეცემა, რადგან ზოგიერთი ინვესტორი, რომლებიც პორტფელში აქციებს დიდი ხნით ინახავს, მათ ჰყიდის და მოგებას აფიქსირებს.

ამასათან, კვირა დღეს სავაჭრო ბირჟა არ მუშაობს, პარასკევს კი Coca-Cola-მ სესია 56,14 დოლარით დახურა. ორშაბათს შუადღით Coca-Cola-ს აქციების ფასი 55,36 იყო, რასაც ბევრი რონალდუს განცხადებას უკავშირებს. თუმცა სპორტულ მედიაში ფეხბურთელის პრესკონფერენცია ვრცლად მხოლოდ საღამოს სათებში გავრცელდა. მეორეც, აშშ-ს საფონდო ბირჟაზე გაცვლითი ვაჭრობა სწორედ ორშაბათს შუადღით გაიხსნა, როცა ბაზარზე Coca-Cola-ს აქციებიდან დივიდენდების საფინალო გამოკლება მოხდა და რაც ჩვეულებრივი საბაზრო პროცესია. მაგალითად, გასული წლის 12 მარტს, წინა დღის დივიდენდების გაცემის შემდეგ, Coca-Cola-ს აქციათა ფასი 50,36 დოლარამდე დაეცა.

როგორც ცნობილია, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის წი­ნა­სა­მატ­ჩო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს, პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა სუ­პერ­ვარ­სკვლავ­მა, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუმ Coca-Cola-ს ბოთ­ლე­ბი კა­მე­რე­ბის­გან მო­შო­რე­ბით დად­გა და შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წყლის და­ლე­ვის­კენ მო­უ­წო­და. ამ ქმედებას გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბის გი­გან­ტის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით შემ­ცირ­ებას უკავშირებენ. კომპანიის აქ­ცი­ე­ბის ფასი 1,6%-ით გა­უ­ფა­სურ­და, ხოლო Coca-Cola-ს სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 242 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი­დან 238 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე შემ­ცირ­და.

The Guardian წერს, რომ კრი­ზისი რო­ნალ­დუს ქმე­დე­ბას არ უკავ­ში­რდება და ყველაფერი უბ­რა­ლოდ ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა. ინვესტორებისთვის საუპერვარსკვლავების მსგავს პრესკონფერენციებს სერიოზული გრძელვადიანი ეფექტი არ გააჩნია. მაგალითად, Reuters-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველ პოლ პოგბამ, რომელიც მუსულმანია, პრესკონფერენციის დროს ლუდი Heineken-ის ბოთლი გვერდით გადადო. თუმცა ამას სასმელის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბაზე უარყოფითად არ უმოქმედია და Heineken-ის აქციების ფასი, პირიქით, გაიზარდა. დღის განმავლობაში ამსტერდამის ბირჟაზე Heineken-ის ერთი აქციის ფასი 98 ევროდან 99,6 ევრომდე გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ