როგორ შეიცვალა ბოლო ერთ წელიწადში ხელფასები სექტორების მიხედვით

2021 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით (53.5 ლარით) გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, მიუხედავად შემცირებისა, ყველაზე მაღალი ხელფასი ტრადიციულად სადაზღვევო და საფინანსო საქმიანობის დარგშია. კერძოდ, წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ამ სფეროში დასაქმებულების ხელფასი 2 448.5 ლარია. ეს მაჩვენებელი კი წლიურად 147.9 ლარით, ანუ 5.7%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ყველაზე დაბალი ხელფასი კი წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვის საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს აქვთ 748.6 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40.6 ლარით ნაკლებია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ როგორ შეიცვალა საშუალო ხელფასები სხვადასხვა სექტორში ერთი წლის განმავლობაში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 448.5 ლარი (2020 წლის 1-ელ კვარტალში - 2 596.4 ლარი)
  • ინფორმაცია და კომუნიკაციები - 2 159.8 ლარი (2020 წლის 1-ელ კვარტალში - 1 887.9 ლარი)
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 798.9 ლარი ლარი (2020 წლის 1-ელ კვარტალში - 1 794.8 ლარი)
  • მშენებლობა - 1 664.5 ლარია (2020 წლის 1-ელ კვარტალში - 1 703 ლარი)
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1 639 ლარი (2020 წლის 1-ელ კვარტალში - 1 553.5 ლარი)
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 1 527.6 ლარი (2020 წლის 1-ელ კვარტალში - 1 420.1 ლარი)
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 1 518.4 ლარი (2020 წლის 1-ელ კვარტალში - 1 489.6 ლარი)
  • ტრანსპორტირება და დასაწყობება - 1 463.9 ლარი (2020 წლის 1-ელ კვარტალში - 1 514.3 ლარი)
  • ჯანდაცვა და სოცილური მომსახურების საქმიანობები - 1 164.4 ლარი (2020 წლის 1-ელ კვარტალში - 1 096.6 ლარი)
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 1 163.2 ლარი (2020 წლის 1-ელ კვარტალში - 1 065.0 ლარი)
  • უძრავი ქონების ოპერაციებთან დაკავშირებული საქმიანობები - 1 154.4 ლარი (2020 წლის 1-ელ კვარტალში - 1 152.9 ლარი)
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 1 128.1 ლარი (2020 წლის 1-ელ კვარტალში - 1 060.0 ლარი)
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 953.9 ლარი (2020 წლის 1-ელ კვარტალში - 1 120.8 ლარი)
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 885.6 ლარი (2020 წლის 1-ელ კვარტალში - 965.1 ლარი)
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 828.8 ლარი (2020 წლის 1-ელ კვარტალში - 652.3 ლარი)
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 864.6 ლარი (2020 წლის 1-ელ კვარტალში - 901.6 ლარი)
  • განათლება - 807.9 ლარი (2020 წლის 1-ელ კვარტალში - 726 ლარი)
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 748.6 ლარი ((2020 წლის 1-ელ კვარტალში - 789.2 ლარი)