გიორგი ვაშაძე - თუკი აუდიტის სამსახური რკინიგზაში დაუყოვნებლივ არ შევა, ეს ნიშნავს, რომ ისინი წილში ჩასვეს

თუკი აუდიტის სამსახური რკინიგზაში დაუყოვნებლივ არ შევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი წილში ჩასვეს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის თქმით, ძარცვის ისეთ დიდ მაგალითს, რასაც რკინიგზა წარმოადგენს, არ იცნობს.

"მართლა შოკში ვარ. რკინიგზა იძარცვება. მილიარდ 200-მილიონის ზარალი თითოეულმა ჩვენგანმა მიიღო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გენერალურმა აუდიტორმა გვითხრა, რომ რკინიგზა მას აუდიტზე არ უშვებს, ხოლო მედიასთან განაცხადა, რომ თითქოს სასამართლო პროცესები მოიგეს. მათ შეუძლიათ ამხელა დიდი ძარცვა გააჩერონ, მაგრამ ეს მათთვის პრიორიტეტი არ არის. მილიარდ 200 მილიონის ძარცვა პრიორიტეტი არ არის?! - როგორც ჩანს, წილში ჩაუსვიათ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.