ევროპაში გაზი 100 დოლარით გაძვირდა და ზამთრის მაქსიმუმს გადააჭარბა

ევროპის ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 360 დოლარს მიაღწია. მაღალი მოთხოვნისა და მიწისქვეშა საცავებში მარაგის კლების გამო გაზის ფასი ზრდას განაგრძობს. ზაფხულში გაზი, თითქმის, 100 დოლარით გაძვირდა და თებერვლის მაქსიმუმს გადააჭარბა.

14 ივნისს NCG ჰაბში ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 368,8 დოლარს მიაღწია, რაც თებერვლის მაქსიმუმზე 100 დოლარით მეტია. სექტორის წარმომადგენლების ვარაუდით, დამდეგ ზამთარს ბუნებრივი აირის ფასი კიდევ უფრო მაღალი იქნება.

ამასთან, ევროპაში გაზსაცავი მარაგების შევსება ნელი ტემპით მიმდინარეობს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს მთელი 33 მლრდ კუბური მეტრით ჩამორჩება.

კოკა კვირკველია