Facebook-ს ხელოვნური ინტელექტით კომენტარებში კონფლიქტის აღკვეთა სურს

კომპანია Facebook ტესტავს ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც სოციალური ქსელის ჯგუფებში შეურაცხმყოფელი კომენტარების მარკირებას მოახდენს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ხელოვნური ინტელექტი საეჭვო და პოტენციურად კონფლიქტურ კომენტარებს მონიშნავს და მას ჯგუფის ადმინისტრატორს გაუგზავნის. გარდა ამისა, შეუსაბამო ლექსიკის შემცველ კომენტარებს „moderation alert“-ის ნიშანი დაედება.

მარკირების ახალი მეთოდი და შეტყობინება ადმინისტრატორს დაეხმარება, დროულად მიიღოს აუცილებელი ზომები კონფლიქტის დეესკალაციისთვის, ასევე, ცალკეული მომხმარებლებისთვის და ჯგუფებისთვის კომენტარების რაოდენობა დროებით შეზღუდოს. პოლიტიკური, ვაქცინებისა და კულტურული სხვაობის საკითხებზე დისკუსიისა და კამათის დროს შეზღუდვებს არ გამოიყენებენ.

კოკა კვირკველია