კუს ტბის ტერიტორიაზე კუს ქანდაკების განთავსებაზე მერიამ ტენდერი მეორედ გამოაცხადა (+ფოტო)

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კუს ქანდაკების განთავსებაზე მერიამ ტენდერი მეორედ გამოაცხადა.

კერძოდ, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე - კუს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის (ქანდაკება) განთავსების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 1-ელ ივლისს დაიწყება და 6 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი ისევ 23 992 ლარია.

სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს კუს ქანდაკების ტრანსპორტირება და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში კვარცხლბეკზე მონტაჟი. სამუშაოების მიწოდების ვადად კი, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 70 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით) არის განსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტენდერი კუს ქანდაქების განთავსების მიზნით, 7 მაისს გამოცხადდა. თუმცა, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა რადგან გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვა, რის გამოც მისი დისკვალიფიკაცია მოხდა.

kustbaa1-1620453603.jpgkustbaa-1620453584-1622539545.jpgkustbaa3-1620453620-1622539516.jpgkustbaa2-1620453611-1622539531.jpg

თაია არდოტელი