124-დან მხოლოდ 13 - სახელმწიფო ქონებები, რომელიც მორიგ აუქციონზე გაიყიდა

მთავრობამ პროგრამის „100 საინვესტიციო“ შეთავაზება ბიზნესს" მორიგ, წელს რიგით მე-3 აუქციონზე მხოლოდ 13 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება გაყიდა.

ჯამში სულ აუქციონზე 128 ქონება იყო გამოტანილი, საიდანაც 4-ზე აუქციონი არ დასრულებულა.

მე-3 აუქციონზე გაყიდული ქონებიდან შემოსავალმა 3 942 000 ლარი შეადგინა, საწყისი ფასი კი 3 886 000 ლარი იყო.

გაყიდული ქონებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • თბილისში, ჭირნახულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 9421.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 და N2 შენობა-ნაგებობები - გაყიდვის ფასი 322 500 ლარი (საწყისი ფასი - 320 500 ლარი)
  • ქალაქ თბილისში, ვაგზლის ქუჩა N15-ის მიმდებრედ არსებული 8449.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - გაყიდვის ფასი 460 000 ლარი (საწყისი ფასი - 458 000 ლარი)
  • თბილისი, მატროსოვის ქ.N74-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2485 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები - გაყიდვის ფასი 393 000 ლარი (საწყისი ფასი - 363 000 ლარი)
  • ქალაქ ქუთაისში, სულხან-საბას გამზირ N10-ში (ნაკვეთი N19) მდებარე 15632 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები - გაყიდვის ფასი 253 500 ლარი (საწყისი ფასი - 250 500 ლარი)
  • ქალაქ ბათუმში, თბილისის ქუჩა N1-ში არსებული 687 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები - გაყიდვის ფასი 174 000 ლარი (საწყისი ფასი - 172 000 ლარი)
  • წყალტუბოში, სოფელ ფარცხანაყანევში მდებარე 36318.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - გაყიდვის ფასი 314 500 ლარი (საწყისი ფასი - 312 500 ლარი)
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბაში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე 41625.00კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N4 (დანგრეული) და N5 (აუზი) შენობა-ნაგებობები - გაყიდვის ფასი 628 000 ლარი (საწყისი ფასი - 625 000 ლარი)
  • მცხეთაში, სოფელ მამკოდაში „ხოდაბუნების ტერიტორიაზე“ მდებარე 4023.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - გაყიდვის ფასი 247 000 ლარი (საწყისი ფასი - 245 000 ლარი)
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ტანძიაში არსებული 20540.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები - გაყიდვის ფასი 111 000 ლარი (საწყისი ფასი - 109 000 ლარი)
  • ქალაქ გარდაბანში, ქალაქ გარდაბნის ტერიტორიაზე არსებული 23672.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - გაყიდვის ფასი 742 000 ლარი (საწყისი ფასი - 739 000 ლარი)
  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ორბეთში მდებარე 5587.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - გაყიდვის ფასი 150 000 ლარი (საწყისი ფასი - 148 000 ლარი)
  • წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოხტაში (ახალიკი) არსებული 20629.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - გაყიდვის ფასი 110 000 ლარი (საწყისი ფასი - 108 000 ლარი)
  • ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაშიჭალაში არსებული 11715.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა - გაყიდვის ფასი 36 500 ლარი (საწყისი ფასი - 35 500 ლარი)

შეგახსნებთ, რომ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებასთან დაკავშირებით მთავრობის გეგმის შესახებ წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. 2021 წლის განმავლობაში კი 2 აუქციონი უკვე ჩატარდა. მესამე აუქციონიც ფაქტობრივად, დასრულებულია. ბოლო აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე სულ გამოტანილი იყო 8 სახელმწიფო საწარმო; 128 არასასოფლო-სამერნეო დანიშნულების ობიექტი და 19 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ამ უკანასკნელზე აუქციონი 18 ივნისს სრულდება.