მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა

თბილისს ახალი და უნიკალური სივრცე „ბაზარი“ შეემატა.

„ბაზარი“ არის ადგილი, სადაც სტუმარი იმოგზაურებს ძველ თბილისში და დააგემოვნებს უმაღლესი ხარისხის კულინარიულ პროდუქტებს. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ბაზარის“ გენერალური დირექტორი გიორგი გოცირიძე აცხადებს, მათი მიზანია, რომ მომხმარებელს მივაწოდოთ უსაფრთხო, სასარგებლო და ნატურალური პროდუქტი.

„ბაზარი“ ჭავჭავაძის ქუჩის 57 ნომერში, კუს ტბის ასახვევის მოპირდაპირე მხარე მდებარეობს. პროექტში 700 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2 500 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ უნიკალურ სივრცეში დაახლოებით 100-მდე ადამიანი დასაქმდა.

გიორგი გოცირიძის თქმით, „ბაზარი“ ტურისტებისთვის, გურმანებისთვისა და მრავალეთნიკური კერძების მოყვარულთათვის კულინარიული სამოთხე იქნება.

„კორონაპანდემიის გამო შექმნილმა კრიზისმა მომსახურების სექტორს, უფრო კონკრეტულად, კვების ობიექტებს, ბიზნესის დივერსიფიცირებისკენ უბიძგა და მათი ნაწილი რითეილ სფეროში გადავიდა. სწორედ ამ დივერსიფიცირების შედეგად გაიხსნა „ბაზარი“.

ogp-6189-1623923173.jpg

ზოგადად, როცა ვახსენებთ სიტყვას „ბაზარი“, პირველად ნამდვილი, თბილისური ბაზარი გვახსენდება - მთელი მისი აზიური ეგზოტიკით. მე-19 საუკუნე - ფერადი, მრავალგვარი, ჯანსაღი პროდუქტით დახუნძლული დახლები, ზედმეტად მოსაუბრე გამყიდველი, მშვიდი და აუჩქარებელი სეირნობა დახლებს შორის, ჰაერში დატრიალებული, ახალგამომცხვარი პურის სურნელი, შემთხვევითი შეხვედრები ძველ ნაცნობებთან და გრძელი, გაბმული საუბრები.

ნამდვილი თბილისური ბაზარი კი უკვე გაიხსნა ჭავჭავაძის 57-ში უნიკალური, ძველი თბილისური გარემო, სადაც შეიძენთ უგემრიელეს 100 % ნედლი ქართული ხორცისგან დამზადებულ დელიკატესებს და ცნობილი შეფ მზარეულის მომზადებულ სხვა კულინარიულ ნაწარმს. ჩვენს სივრცეში ასევე წარმოდგენილია ცნობილი უცხოური და ქართული ბრენდების პროდუქციის ფართო ასორტიმენტი. გარე გამწვანებულ სივრცეში კი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ისიამოვნებთ სხვადასხვა კვების ობიექტების მომსახურებით, ასევე შეძლებთ ესტუმროთ ძველ თბილისურ დუქანს.

როგორც იცით, თბილისი ყოველთვის ითვლებოდა მრავალეთნიკურ, მრავალფეროვან ქალაქად. ეს ჩვენს კულტურაზეც და კერძებზეც მკაფიოდ აისახა და ასეც გრძელდება თანამედროვე თბილისში. თამამად ვიტყვით, რომ ტურისტებისთვის, გურმანებისთვისა და მრავალეთნიკური კერძების მოყვარულთათვის კულინარიული სამოთხე შევქმენით“, - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

ogp-5488-1623923767.jpg

მისივე თქმით, „ბაზარში“ სტუმრები იხილავენ უგემრიელეს სამზარეულოს, ხორცის დელიკატესებსა და საუკეთესო ყველის კუთხეებს. ეზოში გამოცხვება დედას პური. ამასთან, ეზოში სტუმრები შეძლებენ იხილონ ევროპული ბრენდების პროდუქცია და, რა თქმა უნდა, ადგილობრივი, ნამდვილი ქართული ნაწარმი.

„ჩვენს ეზოში იქნება საგულდაგულოდ შერჩეული უმაღლესი ხარისხის ახალი ხილ-ბოსტნეული და 100 % ნედლი ხორცისგან დამზადებული ნახევარფაბრიკატები - ყველაფერი ეს HACCP სიტემით იწარმოება, ყოველდღიურად მოწმდება პესტიციდებსა და აგროქიმიური საშუალებების შემცველობაზე.

ჩვენი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ უსაფრთხო, სასარგებლო და ნატურალური პროდუქტი. არ მოვაკლოთ კულინარიული სიახლეები. შევუქმნათ მას ყიდვისთვის სასიამოვნო და კომფორტული გარემო, შევთავაზოთ დამატებითი სერვისები, რაც კიდევ უფრო მეტ ბედნიერებას განაცდევინებს ყიდვის პროცესში და ამავდროულად მისცემს საშუალებას დაისვენოს“, - აღნიშნა „ბაზარის“ გენერალურმა დირექტორმა.

(R)