უსაფრთხოება, დრო, კომფორტი – ხიდების სტრატეგიული დანიშნულება

ხიდების, როგორც სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია საქართველოში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. მით უმეტეს, რომ საქართველო წყალუხვი ქვეყანაა და აქ უამრავი მდინარე ქმნის გადაულახავ ბარიერს ლოგისტიკის სფეროსთვის – ხიდების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება გადაადგილება და საქმიანი კომუნიკაცია.

sareklamo9-1623925864.jpg

დღეს ხიდების რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას თანამედროვე მიდგომებით ახორციელებენ. ხიდების რეაბილიტაციის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კომპანიის, „ენსისის“ ხიდებისა და გვირაბების მიმართულების ხელმძღვანელი ირაკლი ურუშაძე ამბობს, რომ „თანამედროვეობაში ხიდების პირველადი დანიშნულება ადამიანებისთვის კომფორტის შექმნა, დროის დაზოგვა, უსაფრთხოებაა. თითოეული ახალი თუ რეაბილიტირებული ხიდი ჩვენს ყოველდღიურობაზე ახდენს გავლენას. მოქალაქეები უფრო მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ მიდიან დანიშნულების ადგილამდე. რეალურად, ხიდი ერთმანეთთან ისეთ ტერიტორიებს აკავშირებს, სადაც მისვლა გართულებული ან შეუძლებელია. გარდა ამისა, ნებისმიერი ქვეყნის ინფრასტრუქტურისთვის ხიდების მშენებლობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი და ეს ტრანსპორტირებას უკავშირდება“.

კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ხიდების მშენებლობა და რეაბილიტაციაა.

sareklamo8-1623925847.jpg

XXI საუკუნეში, სტრატეგიული დანიშნულება არა მხოლოდ მდინარეებზე აგებულ, არამედ გზაგამტარ ხიდებს დაეკისრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი გზაგამტარი ხიდი სწორედ ასეთ სტრატეგიულ ფუნქციას შეასრულებს. ამ ობიექტის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა და ახლა მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს. ეს ხიდი გასული საუკუნის 70–იან წლებში აშენდა და მას შემდეგ ხიდის რეაბილიტაცია პირველად მოხდა. პროექტს კომპანია „ენსისი“ ახორციელებს.

„რეაბილიტაციამდე ეს გზაგამტარი ამორტიზებული იყო, რის გამოც ამხელა მნიშვნელობის ხიდი ვერ აკმაყოფილებდა უსაფრთხოების სტანდარტებს. რეაბილიტაციისას, სამუშაოს ყველა ეტაპი თანამედროვე ტექნოლოგიებით ხორციელდებოდა. ბურჯების და საყრდენი კედლების შეცვლა, სავალი ნაწილის განახლება და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი სამუშაო მსოფლიოში დღეს არსებული სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა“, – ამბობს „ენსისის“ ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი, დავით მახარაშვილი.sareklamo7-1623925836.jpg

კომპანია „ენსისის“ გენერალური დირექტორის, გეგი ქელბაქიანის თქმით, ახალი ხიდების აშენება და ძველის რეაბილიტაცია თანამედროვე ქალაქებს მუდმივად სჭირდება. ეს რთული, მრავალეტაპიანი სამუშაოა, რაც არ გულისხმობს მხოლოდ სწორ მშენებლობას, მშენებლობის, ან თუნდაც მენეჯმენტის ცოდნას. დღევანდელობა მოითხოვს, რომ ყველა პროექტზე გქონდეს სწორი ხედვა, დაინახო ფართო სურათი, გაითვალისწინო კონტექსტი, არ დაუკარგო ხიდს ისტორიული როლი, შესძინო დამატებითი ფუნქციონალი და ეს ყველაფერი ადამიანებს ისე დაუკავშირო, რომ მათი ყოველდღიური ცხოვრების წესი უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახდეს“.

sareklamo6-1623925827.jpg

„ენსისიმ“ განახორციელა თბილისში ბარათაშვილის ხიდისა და მიმდებარე პანდუსების რეაბილიტაცია, მშრალი ხიდის რეაბილიტაცია, გულუას სახელობის ხიდის რეაბილიტაცია, მტკვრის უბეზე, მეტეხის ხიდთან მდებარე აივნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ასევე, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოწყობა, ზაჰესის დასახლებაში საავტომობილო ხიდის მშენებლობა და სხვ.

sareklamo5-1623925818.jpgsareklamo4-1623925809.jpgsareklamo3-1623925800.jpgsareklamo2-1623925790.jpgsareklamo1-1623925782.jpg