მაისში აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 32,4%-ით გაიზარდა

2021 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 32,4%-ით გაიზარდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეს ოკუპირებულმა რეგიონმა 222.041 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, 2020 წლის მაისში კი 167.622 მლნ კვტ.სთ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთს ,,ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს საქართველოს სახელმწიფო უფასოდ აწვდის. 2020 წელს ოკუპირებულმა რეგიონმა 2552.4 მლნ კვტ.სთ ენერგია მოიხმარა, რაც 24%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მაშინ დე ფაქტო რესპუბლიკამ 2059.9 მლნ კვტ.სთ დენი მოიხმარა.

რაც შეეხება მთლიანად საქართველოს, ესკოს სტატისტიკის მიხედვით, მაისში სულ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 1186.452 მლნ კვტ.სთ შეადგინა, 2020 წლის მაისში კი 957.299 მლნ კვტ.სთ.