„სითი მოლის“ პროექტების განსახორციელებლად „საქართველოს ბანკის“ ჩართულობით 300  მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო

სავაჭრო ცენტრები ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით დედაქალაქში შოპინგისა და დასვენების ყველაზე პოპულარული სივრცეებია, რომელიც სულ უფრო ვითარდება და ფართოვდება.

ბოლო პერიოდში გახსნილ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სავაჭრო ობიექტს - „სითი მოლი საბურთალო“ ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს. ის ქვეყნისთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ობიექტია, რომელსაც პანდემიის პერიოდში უამრავი გამოწვევა ჰქონდა, თუმცა განვითარების პროცესი არ შეუჩერებია. იგივე შეიძლება ითქვას „სითი მოლი გლდანი“–ს შესახებ, რომელიც საბურთალოს პროექტის მსგავსად „აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიამ“ განახორციელა.

საინტერესოა, რა მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო ორივე სავაჭრო მოლის პროექტის განხორციელებაში და რა სიახლეებს შესთავაზებს კომპანია მომხმარებლებს? ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ დეტალურად „აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორ ლევან მესხელს ესაუბრა:

mesxeli-1623997316.jpg

თავდაპირველად, გვიამბეთ, როგორ დაიწყო პროექტებზე მუშაობა და შემდეგ როგორ განვითარდა მრავალფუნქციური სავაჭრო მოლები, როგორც საბურთალოზე, ისე გლდანში?

სავაჭრო ცენტრების განვითარება 2011 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად დაახლოებით 18 000 კვ/მ სავაჭრო სივრცეში განთავსებული იყო ჰიპერმარკეტი და მცირე ფორმატის ბრენდული მაღაზიები. ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც ერთი მხრივ, რითეილის სექტორის განვითარებით და მეორე მხრივ, „სითი მოლის“ მიმართ მომხმარებელთა მაღალი ინტერესით იყო განპირობებული, სავაჭრო ცენტრიც შესაბამისად ვითარდებოდა. მოგეხსენებათ, 2019 წელს ,,სითი მოლი საბურთალო“ ახალი კონცეფციით გაიხსნა, რომელმაც არსებული სავაჭრო ცენტრიც მოიცვა. მისი ჯამური ფართობი 120 000 კვ/მ-ია და ბაზარზე არსებული ყველა წამყვანი საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ობიექტს აერთიანებს. აღნიშნული მრვალფუნქციური კონცეფციის ფარგლებში ასევე, განხორციელდა ბიზნეს ცენტრის ,,სითი თაუერის’’ მშენებლობა.

sitimall1-1623997365.jpg

„სითი მოლი გლდანი“ 2016 წელს გაიხსნა და მისი ფართობი 36,000 კვ.მ-ია. სავაჭრო ცენტრი თბილისის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში, გლდანის, მუხიანის და თემქის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს და მრავალრიცხოვან მოსახლეობას საშუალებას აძლევს, მათთვის სასურველი პროდუქცია თუ მომსახურება ახლო ლოკაციაზე და კომფორტულ გარემოში მიიღონ.

„სითი მოლის“ სავაჭრო ცენტრები, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით წარმატებული ინვესტირების და ჯანსაღი კონკურენტული ბიზნეს გარემოს კარგი მაგალითია. აქ ერთდროულად თავმოყრილია საერთაშორისო ბაზარზე მოთამაშე წამყვანი ბრენდების სავაჭრო ობიექტები, რომელიც მომხმარებლის ყველა სეგმენტს აკმაყოფილებს. სავაჭრო ცენტრებში შექმნილია მოსასვენებელი და გასართობი სივრცეებიც.

ორივე პროექტის განსახორციელებლად ჯამში რა მოცულობის ინვესტიციის ჩადება დაგჭირდათ და როგორ მოიძიეთ ის?

პროექტების განხორციელება „საქართველოს ბანკის“ ხელშეწყობით დაიწყო. განვითარების პარალელურად ეტაპობრივად ხორციელდებოდა ინვესტიციების მოზიდვა. „საქართველოს ბანკთან“ ერთად მოზიდული ინვესტიციების ოდენობა - 300 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

„აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია“-ს მიერ განხორციელებული პირველი პროექტიდან დღემდე „საქართველოს ბანკი“ კომპანიის პარნტნიორია. აღნიშნული თანამშრომლობა გრძელვადიანია და ორმხრივ ინტერესს ეფუძნება. გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე დამატებითი კომფორტია, რომელიც ქმედებების ეფექტურად დაგეგმვის საშუალებას იძლევა და ზრდის ბიზნესის ღირებულებას. იმდენად, რამდენადაც პროექტები საკმაოდ ამბიციური და მიმზიდველია, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით სირთულე არ შეგვქმნია.

sitimall2-1623997440.jpg

როგორ ცნობილი გახდა, საბურთალოს „სითი მოლის“ გაფართოებას გეგმავთ. საინტერესოა, რა მიმართულებით: საოფისე თუ კომერციული? განახლების შემდეგ, იქნება თუ არა ეს საქართველოში ყველაზე მასშტაბური სავაჭრო და საოფისე ცენტრი?

მოგეხსენებათ „სითი მოლი საბურთალოს“ მომიჯნავედ მდებარეობს ბიზნეს ცენტრი ,,სითი თაუერი“. სავაჭრო და საოფისე სივრცეები იმგვარად არის ერთმანეთთან შერწყმული, რომ მიუხედავად შენობების განსხვავებული სპეციფიკისა, სავაჭრო ცენტრი და ბიზნეს ცენტრი ერთიანი გარემოს აღქმის საშუალებას იძლევა. საბურთალოს „სითი მოლს“ აქვს გაფართოების პერსპექტივა, როგორც კი ბაზარი განვითარდება (რითეილის მიმართულება გაფართოვდება), მის კვალდაკვალ ვიზრუნებთ სავაჭრო ცენტრის და ბიზნეს ცენტრის განვითარებაზეც.

რამდენი მოქმედი მაღაზიაა ორივე სავაჭრო ცენტრში და პანდემიის მიუხედავად, რამდენად დაინტერესებულები არიან რითეილერები თქვენთან პარტნიორობით?

მოგეხსენებათ, COVID-19 დიდი გამოწვევაა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. პანდემიის აქტიური ფაზის ეტაპზე „სითი მოლის“ არცერთ სავაჭრო ცენტრს ოპერირება არ შეუჩერებია. ორივე მათგანი წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო გარემოს, რადგან სრულად აკმაყოფილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

სავაჭრო ცენტრებში "სითი მოლი საბურთალო" და "სითი მოლი გლდანი" 400-ზე მეტი ბრენდული მაღაზიაა. საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენელთა ინტერესი, წარმოდგენილნი იყვნენ „სითი მოლის“ სავაჭრო ცენტრებში, საკმაოდ მაღალია.

„სითი მოლის“ კონცეფციის, ბრენდ-მიქსის გაფართოებისა და მომხმარებელთა ინტერესის გათვალისწინებით, რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და იმედი გვაქვს, მათ სავაჭრო ცენტრში მალე ვიხილავთ.

(R)