კომპანია ByteDance-ის შემოსავლები 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 111%-ით, 34,3 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal წერს.
2019 წელთან შედარებით, კომპანიის საერთო მოგება 93%-ით გაიზარდა და 19 მლრდ დოლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბრისთვის სოციალურ ქსელს 1,9 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა. რაც შეეხება ByteDance-ის ოპერაციულ ზარალს, მან 2,1 მლრდ დოლარი შეადგინა.
კომპანია შემოსავლებს, ძირითადად, რეკლამიდან იღებს. აუდიტორია აქტიურად იყენებს მოკლე ვიდეოების სერვის TikTok-ს, მის ჩინურ ანალოგ Douyin-სა და ახალი ამბების პლატფორმა Jinri Toutiao-ს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, აშშ-ში აპლიკაციის დაბლოკვის შესახებ, TikTok-ის შემოსავლებს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. ყოფილ პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ აღნიშნული პლატფორმა ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებოდა, რადგან მომხმარებლებზე პერსონალურ ინფორმაციას აგროვებდა. პლატფორმა იძულებული გახდა, გაეყიდა ამერიკული წილი ინვესტორების ჯგუფისთვის, რომლის სათავეში კომპანია Oracle Corp დგას.