ნინო ლომჯარია - 2018 წლის შემდგომ სამუშაო ადგილზე დაღუპულ პირთა მაჩვენებელი იკლებს, თუმცა კვლავ საგანგაშოდ მაღალია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, 2018 წლის შემდგომ, სამუშაო ადგილზე დაღუპულ პირთა მაჩვენებელი იკლებს, თუმცა ეს მონაცემები კვლავ საგანგაშოდ მაღალია.

როგორც მან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, 2018 წელს დაფიქსირდა სამუშაო ადგილზე გარდაცვალების 59, 2019 წელს- 45, ხოლო გასულ წელს 39 შემთხვევა.

„შრომით უფლებებთან დაკავშირებით გვსურს პოზიტიურად შევაფასოთ 2020 წელს განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმა, განსაკუთრებით შრომის ინსპექციისთვის შრომითი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის სრული მანდატის მინიჭება. ასევე 2018 წლის შემდგომ სამუშაო ადგილზე დაღუპულ პირთა მაჩვენებელი იკლებს, თუმცა, კვლავ საგანგაშოდ მაღალია. კერძოდ, 2018 წელს დაფიქსირდა სამუშაო ადგილზე გარდაცვალების 59, 2019 წელს - 45, ხოლო გასულ წელს 39 შემთხვევა“, - განაცხადა ლომჯარიამ.