გერმანია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩასული სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის

გერმანია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩასული სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის 25 ივნისიდან საზღვრებს ხსნის, - ინფორმაციას Reuters-ი გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოქალაქეებს ვაქცინის საბოლოო დოზა ქვეყანაში შესვლამდე სულ მცირე 14 დღით ადრე უნდა ჰქონდეთ მიღებული.

ამასთან, გერმანია არ დაუშვებს მოგზაურებს იმ ქვეყნებიდან, სადაც ვირუსის ახალი ვარიანტების გამო, კორონავირუსის გავრცელების ტემპი მაღალია.