Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1650 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1650 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1700 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 17 ივნისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1587 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7686 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.