დეკლარირების წესის დარღვევის გამო, პირს ჯარიმა დაეკისრა

დეკლარირების წესის დარღვევის გამო, პირს ჯარიმა დაეკისრა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  საქართველოს მოქალაქე მ. თ.-ს, არადეკლარირებული თანხა 71 330 დოლარი და 50 ლარი აღმოაჩნდა. მათივე ცნობით, მგზავრი საბაჟო გამშვები პუნქტის "ნინოწმინდის" ტერიტორიაზე 15 დეკემბერს სომხეთის მხრიდან შემოვიდა. ამ კანონდარღვევისთვის მას სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა.