ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა გამაფრთხილებელი აქცია გამართა

გლდანში, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა გამაფრთხილებელი აქცია გამართა. აქციის მონაწილეები პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ხელფასი შეუმცირდათ. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ ყვითელი მიკროავტობუსები გადაუფორმდეს მათ და გადაეცეთ საკუთრებაში, როგორც ეს იყო შეთანხმებული.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ყვითელი მიკროავტობუსები ორი წლის წინ უნდა გადასცემოდათ, თუმცა ამ დრომდე მათ საკუთრებაში არ არის.

იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ამასთან, ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების გამაფრთხილებელ აქციას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე შეუერთდა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ამ უსამართლობაში ამ ადამიანების გვერდით ვიქნები ბოლომდე. ისინი აუცილებლად მიაღწევენ სამართალს. დღეს არის გამართხილებელი აქცია. არ შეისმენენ? ყვითელი მიკროავტობუსები გადაკეტავენ მთლიანად თბილისის " , - განაცხადა ვაშაძემ.