როგორ გაიზარდა ფასები საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

2021 წლის მაისში საქართველოში ფასების საერთო დონე რეკორდულად გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, მაისში წლიური ინფლაციის დონემ ქვეყანაში 7.7% შეადგინა. რაც შეეხება იმ ძირითად სასაქონლე ჯგუფებს, რომლებშიც ფასები ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა:

  • ტრანსპორტი - ზრდა 17.4%
  • ჯანდაცვა - ზრდა 13.4%
  • ავეჯი და საოჯახო ნივთები - ზრდა 12%
  • სასტუმროები კაფე რესტორნები - ზრდა 11.8%

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ თურქეთს, მაისში იქ ფასების ზრდის ტემპმა 16.59% შეადგინა. ფასები კი ყველაზე მეტად გაიზარდა:

  • ტრანსპორტი - ზრდა 28.39%
  • საცხოვრებელი, წყალი ელ ენერგია - ზრდა 21.79%
  • ჯანდაცვა - ზრდა 19.30%
  • სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი - ზრდა 17.04%

რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანში ფასების საერთო დონე ყველაზე დაბალი ტემპით გაიზარდა, კერძოდ, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა ქვეყანაში 4.9% შეადგინა. რაც შეეხება რუსეთს, წლიური ინფლაციის დონე 6.02%-ით განისაზღვრა.

სომხეთში ფასების დონის ზრდა 5.9% იყო. რაც შეეხება ჯგუფებს, სადაც ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა. მათ შორისაა:

  • ტრანსპორტი - ზრდა 11.7%
  • საცხოვრებელი, წყალი ელ ენერგია - ზრდა 9.3%
  • სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი - ზრდა 7.5%
  • ჯანდაცვა - ზრდა 6.2%
ნოდარ სირბილაძე