"მოსავლის რეალიზების პრობლემა სხვა ქვეყნიდან დიდი რაოდენობით საზამთროს და ნესვის შემოტანამ გამოიწვია" - ფერმერებმა ლაგოდეხი-ყვარლის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს

ლაგოდეხში ფერმერები სხვადასხვა ქვეყნიდან ხილის იმპორტის შეჩერებას მოითხოვენ. მათ დღეს საზამთროს და ნესვით დატვირთული ათობით მანქანით ლაგოდეხი-ყვარლის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მოსავლის რეალიზების პრობლემა სხვა ქვეყნიდან დიდი რაოდენობით საზამთროს და ნესვის შემოტანამ გამოიწვია, რადგან შემოტანილი ხილი შედარებით დაბალ ფასში იყიდება.

მოვაჭრეების განმარტებით, ტონობით საზამთრო საბანკო ვალდებულებით მოიყვანეს, თუმცა პროდუქციას აღარავინ ყიდულობს და ლპება. ისინი ხელისუფლებისგან საზამთროს და ნესვის შემოტანის შეჩერებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს აანონსებენ.