„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მთაწმინდის რაიონში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურზე დაზიანების აღსადგენად აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ტარდება. ამ დროისთვის კომპანიის ჯგუფები ადგილზე არიან მობილიზებული და სატუმბო სადგურში აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 13:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს წყნეთის დასახლებას და სოფელ ახალდაბას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

„სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.