„ტერასა საბურთალოს“ ბინებზე 5 წლამდე შიდა უპროცენტო განვადების აქცია 30 ივნისს სრულდება

„ტერასა საბურთალოს“ განსაკუთრებული შეთავაზება უძრავი ქონების შეძენის მსურველებს - ბინები 5 წლამდე შიდა უპროცენტო განვადებით, ბანკის თანამონაწილეობის გარეშე, 30 ივნისს სრულდება.

მათ, ვისაც სურს, იცხოვროს ქალაქის ცენტრში მდებარე მრავალფუნქციურ კომპლექსში, შესაძლებლობა აქვთ, ბინა საუკეთესო პირობებით შეიძინოს. „ტერასა საბურთალოს“ შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში ბინის საფასურს არ დაემატება პროცენტი და მხოლოდ სამშენებლო კომპანიასთან ითანამშრომლებთ.

აღსანიშნავია, რომ თუ უძრავ ქონებას ერთიანი გადახდით შეიძენთ, კომპანიისგან 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

პროექტს „ტერასა ჯგუფი“ და „ტეტრის დეველოპმენტი“ ერთობლივად ახორციელებენ. გარდა საუკეთესო მდებარეობისა, „ტერასა საბურთალოს“ საცხოვრებელი კორპუსების უპირატეობას წარმოადგენს 1000 კვ.მ მწვანე ტერიტორია, რომელიც ზაფხულის სიცხეში, რთული დღის შემდეგ განტვირთვის საშუალებას მოგცემთ.

terasa3-1624016232.jpg

„ტერასა საბურთალო“ ხორციელდება მხოლოდ ხარისხიანი სამშენებლო მასალებით, ბინები კი, რომელიც სრული რემონტით ჩაბარდება, იდეალურად იქნება დაგეგმარებული, რათა არცერთი კვადრატული მეტრი აუთვისებელი არ დარჩეს. კომპლექსის მაცხოვრებლები ისარგებლებენ დაცული გარემოთი, ავტოსადგომით, დასასვენებელი სივრცეებითა და სპორტული მოედნებით, რომელიც განსაკუთრებით სჭირდებათ ოჯახის ყველაზე უმცროს წევრებს.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, „ტერასა ჯგუფს“ საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვოთ და კომპანიის წარმომადგენელი პროექტთან დაკავშირებულ დეტალებს პირადად გაგაცნობთ:

ganacxadi12-1624016080.jpg