Lufthansa-ს მადლიერების გამოსახატად მთავრობისთვის ვალის დაბრუნება ბუნდესტაგის სექტემბრის არჩევნებამდე სურს

გერმანულ ავიაკომპანია Lufthansa-ს შარშანდელი ფინანსური დახმარების სახით აღებული სესხის მთავრობისთვის დაბრუნება ბუნდესტაგის შემოდგომის არჩევნების წინ სურს. ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ ამას მათთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

„ჩვენ ერთ-ერთი პირველი კომპანია ვიყავით, რომელიც ფედერალურმა მთავრობამ პანდემიის დროს გადაარჩინა, ამიტომ ამ დახმარების სესხის მთავრობისთვის დაბრუნებაშიც პირველი კომპანია გვსურს, ვიყოთ და ამის გაკეთება სექტემბერში, ფედერალურ არჩევნებამდე გვსურს, მოვასწროთ, თუკი ეს მოხერხდება,“ - განაცხადა დღევანდელ საავიაციო კონფერენციაზე გენერალურმა დირექტორმა კარსტენ შპორმა.

პანდემიურ 2020 წელს Lufthansa გაკოტრების ზღვარზე იმყოფებოდა, როცა გერმანიის მთავრობისგან 9 მლრდ ევროს (11 მლრდ დოლარის) დახმარება მიიღო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ