ქართული ვაშლის ჩიპსი აშშ-ში -  როგორია, ,,ენკენის“ სამომავლო გეგმები

,,პანდემიის პირობებში გაყიდვები არ შეგვიმცირებია, რადგან ონლაინ პლატფორმებზე გადაწყობა და ამ დროს, აშშ-ში ექსპორტზე გასვლა მოვახერხეთ“, - ამის შესხებ, სტარტაპ ბიზნესის ,,ენკენის“ თანამდამფუძნებელმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

თამარ შეითნიშვილი კომპანიის პოსტ პანდემიურ მდგომარეობაზე, ექსპორტისთვის მზადების დეტალებზე, სამომავლო გეგმებზე და პროდუქციის ონლაინ შეძენის პრიორიტეტებზე საუბრობს.

,,სტარტაპ საქართველოსგან მივიღეთ 100 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსება, შემდგომ სხვადასხვა ორგანიზაცია გვეხმარებოდა, მათ შორის იყო გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ფერმერთა ასოციაცია, რომელთა დახმარებითაც გავაკეთეთ რებრენდინგი და დავამატეთ მწვანე ვაშლის ჩიპსი უკვე, თითქმის ერთი წელია.

პანდემიის დროს საკმაოდ გაძვირდა ყველაფერი, შესაფუთი მასალები, პროდუქციის თვითღირებულება და ა.შ. თუმცა, ამას რეალიზაციაზე არ უმოქმედია, რადგან არ გავჩერდით და დავამატეთ სახლში მიტანის სერვისი, რომლითაც სარგებლობდა მომხმარებელი. ასევე, პროდუქცია განვათავსეთ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე, რამაც ჩვენს გაყიდვებს უფრო მეტი სტიმული მისცა. პანდემიის დროსვე დავიწყეთ ექსპორტი აშშ-ში და ამაზონზეც წარმატებით იყიდებოდა ჩვენი პროდუქტი. ასე რომ, ონლაინ პლატფორმებით და ხარჯების ეფექტიანობით შევძელით მეტად განვითარება.

ახლა, ნიმუშები გვაქვს გაგზავნილი: სინგაპურში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში და ველით მათგან უკუკავშირს, იქამდე კი მხოლოდ საქართველოში და ამერიკაში შეუძლია მომხმარებელს ჩვენი ვაშლის ჩიპსის შეძენა“, - განაცხადა ,,ენკენის“ თანადამფუძნებელმა ,,ბიზნესპრსნიუსთან“

ცნობისთვის, კომპანია ენკენი ბაზარზე 2018 წლის ოქტომბრიდან არის წარმოდგენილი, მისი საწარმო გორის რაიონში, სოფელ დიცში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. ამჟამად საწარმოში 6 ადგილობრივია დასაქმებული, სექტემბრიდან კი კომპანია დასაქმებულების დამატებას გეგმავს.

თამარ მუკბანიანი