მასშტაბური არქიტექტურული პროექტები აფრიკაში, რომელიც კონტინენტს სრულიად შეცვლიდა

დღესდღეობით, მსოფლიოში ყველაზე ღარიბ კონტინენტს აფრიკა წარმოადგენს. აფრიკის ქვეყნების უმეტესობაში მოსახლეობის ცხოვრების დონე ძალიან დაბალია და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

თუმცა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ აფრიკის ქვეყნებსაც აქვთ არაერთი უპირატესობა და სწორად დაგეგმილი პროექტების მეშვეობით დროთა განმავლობაში შესაძლებელია კონტინენტის მთავარი პრობლემების მოგვარება.

გამოცემა CNN წარმოგიდგენთ იმ მასშტაბურ არქიტექტურულ პროექტებს, რომლებიც აფრიკის არაერთ ქალაქს ახალ ფუნქციას მიანიჭებდა, რაც ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროს მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევდა. შედეგად კი აფრიკა სრულიად შეიცვლებოდა და კონტინენტისთვის ახალი ცხოვრება დაიწყებოდა.

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-201015151032-national-cathedral-of-ghana-adjaye-associates-3-1624027827.jpg

განას ეროვნული კათედრალი, განა

უჩვეული დიზაინის მქონე შენობა, რომელიც 5 ჰექტარ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს, განელ-ბრიტანულმა არქიეტექტორმა დევიდ აჯაიემ დააპროექტა. კათედრალი 5 000-მდე ადამიანზე იქნება გათვლილი და მასში აფრიკაში პირველი ბიბლიის მუზეუმი მოეწყობა.

კათედრალის შენობა ტრადიციულ ქრისტიანულ ორნამენტებთან ერთად განელების კულტურული ელემენტებითაც მოირთვება და კულტურათა სინთეზს შექმნის.

კათედრალის გარეშემო პარკი მოეწყობა,ს ადაც სტუმრები დასვენებას შეძლებენ. არქიტექტორი ფიქრობს, რომ პროექტი განხორციელების შემთხვევაში, განას უმთავრესი ტურისტული მიმართულება გახდება.

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-201014160555-gouna-conference-and-culture-centre-1-1624027875.jpg

გოუნას საკონფერენციო და კულტურული ცენტრი, ეგვიპტე

გოუნას საკონფერენციო და კულტურული ცენტრი ეგვიპტის ერთ-ერთი გამორჩეული ფუტურისტული პროექტია, რომლის მშენებლობის პირველი ფაზა 2020 წელს დაიწყო. ცენტრის საკონცერტო დარბაზი 600 ადგილიანი იქნება, საკონფერენციო დარბაზი კი 2 000-მდე ადამიანს დაიტევს.

იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ დასრულების შემდეგ ცენტრი ქალაქ ელ-გოუნას, რომელიც წითელი ზღვის სანაპიროზე მდებაროებს, სრულიად შეცვლის და უამრავ ტურისტს მოიზიდავს.

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-201016102108-mass-design-group-degeneres-campus-fossey-fund-1-1624027926.jpg

გორილების ფონდის ცენტრი, რუანდა

ტელეწამყვან ელენ დეჯერენერსის მიერ დაფინანსებული გორილების ფონდის ცენტრი რუანდას ქალაქ მუსანზეში უნდა განთავსდეს. პროექტზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო.

ცენტრის გარემოში თითქმის სრულიად იქნება შერწყმული და მისი ძირითადი ფუნქცია გორილებზე დაკვირვება და მათი პოპულაციის გადარჩენის ხელის შეწყობა იქნება.

ცენტრში ასევე მოეწყობა კვლევითი ცენტრი და კამპუსი, სადაც მეცნიერები, მკვლევარები და დაინტერესებული სტუდენტები ცხოვრებას შეძლებენ.

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-201015135835-new-redemption-hospital-caldwell-liberia-2-1624028033.jpg

ლიბერიის ახალი საავადმყოფო

ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაცია MASS Design Group-ის დახმარებით ლიბერიაში უახლესი აპარატურით აღჭურვილი საავდმყოფო შენდება, რომელიც ომითა და ებოლათი დაზარალებულ მოსახლეობას დიდ დამხარებას გაუწევს.

ამასთან, საავადმყოფო ელექტროენერგიას მზის ბატარეების მეშვეობით გამოიმუშავებს. საავადმყოფო 200-მდე ადამიანის მიღებას შეძლებს და მისი მშენებლობა 2021 წლის ბოლოს დასრულდება.

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-181029141351-bank-of-africa-tower-4-1624028075.jpg

მუჰამედის სატელევიზიო ანძა, მაროკო

მუჰამედის სატელევიზიო ანძა, მარკოს დედაქალაქ რაბათში აშენდება და ქვეყნის ყველაზე მაღალი შენობა გახდება. მისი მშენებლობა 2022 წელს დასრულდება.

სატელევიზიო ანძაში მდიდრული სასტუმრო, ოფისები და კვლევითი ცენტრებიც მოეწყობა.

ბექა ბერიაშვილი