საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 272 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 544 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 728 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 358 360-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.46 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.62%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 460 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 343 837-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 148 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 769 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 455 შემთხვევა, აჭარა - 46, იმერეთი - 62, ქვემო ქართლი - 58, შიდა ქართლი - 23, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 349 საიდანაც: 2 764 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 481, აჭარაში - 210, იმერეთში - 386. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 659 პირი, მათ შორის, თბილისში - 299, აჭარაში - 57, იმერეთში -134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 179 პირი, მათგან თბილისში - 112, აჭარაში - 11, იმერეთში - 12. 584 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 341 - თბილისში, 214- აჭარაში. 6 001 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 18 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 861 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 052 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 651, პირი, აჭარაში - 1 189, იმერეთში - 1 097.