საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 148 პირი ემსხვერპლა.

ამასთან, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.