Google-ის „სარეკლამო იმპერია“ ამჯერად ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის სამიზნეა

Alphabet Google შესაძლოა, მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დადგეს. ასეთ შეფასებას სააგენტო Reuters-ის ბრიუსელის ოფისი აკეთებს. სააგენტოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ევროკავშირის ანტიმონოპოლიური ორგანოები წლის ბოლომდე გამოძიების დაწყებას აპირებენ Google-ის იმ შემოსავლებზე, რომელსაც კომპანია ციფრული რეკლამიდან იღებს.

„ეს Google-ის წინააღმდეგ ევროკავშირის ორგანოების მხრდიან კონკურენციის სფეროში ახალი ფრონტის გახსნა იქნება,“ - წერს სააგენტო. ბოლო ათწლეულში მარეგულირებლებმა ონლაინ-შოპინგში კონკურენტების დაბლოკვის, ანდროიდ-სმარტფონებისა და ინტერნეტ-რეკლამის გამო, Alphabet Google მთლიანობაში 8 მლრდ ევროთი (9,8 მლრდ დოლარით) დააჯარიმეს.

Reuters-ს წყარო უყვება, რომ ევროკავშირის მარეგულირებლები ყურადღებას გაამახვილებენ Google-ის დამოკიდებულებაზე რეკლამის განმთავსებლების, გამომცემლების, შუამავლებისა და კონკურენტების მიმართ და ეს იქნება გაცილებით სიღრმისეული გამოძიება, ვიდრე საფრანგეთის კონკურენციის სააგენტოს გამოძიება იყო, რომელიც გასულ კვირას დასრულდა.

სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს Google-მა ონლაინ-რეკლამიდან, მსოფლიოს დანარჩენ კომპანიებთან შედარებით, ყველაზე მეტი, 147 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. რეკლამებმა YouTube-ზე, Gmail-ზე, Google search-ზე და სხვა ვებგვერდებე გაყიდევებისა და მოგების ძირითადი ნაწილი შეადგინა. შემოსავლების, დაახლოებით, 16% კომპანიამ სწორედ მედიის ან ქსელური ბიზნესიდან მიიღო, ანუ სხვა მედია კომპანიები თავიანთი ვებსაიტებსა და აპლიკაციებზე რეკლამების გაყიდვისთვის სწორედ Google ტექნოლოგიას იყენებენ.

გასულ წელს Google search-ზე რეკლამის ბიზნესში დომინანტური პოზიციის გამო, კომპანიას აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმაც უჩივლა, გასულ კვირას კი Google ფრანგულ მხარეს ანალოგიური ბრალდებების გამო 268 მლნ დოლარის გადახდაზე მოელაპარაკეა. Google-მა გარკვეული ვალდებულებები აიღო დიდი ბრიტანეთის კონკურენციის მარეგულირებლებთან მჭიდრო თანამშრომლობაზეც, რაც რამადენიმე დღის წინათ გაფორმებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში შესატანი ცვლილებების შეთანხმებაშია გაწერილი.

„ევროკავშირის ახალი გამოძიება შესაძლოა, Google-ის მთელ სარეკლამო იმპერიას შეეხოს,“ - წერს Reuters.

კვლევითი პორტალ eMarketer-ის მონაცემებით, წეელს Google ონლაი-რეკლამების მსოფლიო დანახარჯების 27%-ს გააკონტროლებს, მათ შორის, საძიებო სისტემის რეკლამებიდან - 57%-ს, ხოლო მედია-რეკლამებიდან - 10%-ს.

მარეგულირებლების მთავარი არგუმენტი ისაა, რომ რაკი Google-ის სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა ბაზრის ბევრ ასპექტში წამყვან როლს თაშობს, კომპანია მყიდველების, გამყიდველებისა და შუამავლების მასზე დამოკიდებულებას მაღალი საკომისიოების მისაღებად იყენებს და კონკურენტებს სამართლიან კონკურენციაში ხელს უშლის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ