საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 175 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 11 059 ტესტი ჩატარდა.