რა თანხას უხდის სათამაშო ბიზნესი ბიუჯეტს

2021 წლის იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში შესული თანხა შემცირდა.

კერძოდ, როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 13 142 089 ლარს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 8 158 928 ლარს.

ამასთან, 2021 წლის იანვარ-მაისში ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან - 5,971,917 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან - 2,241,438 ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 3 მლნ ლარი, სამორინეს მაგიდიდან - 1,883,674 ლარი, სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან - 1 928 732 ლარი.

რაც შეეხება 2019 წელს, იანვარ-მაისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 34 159 640 ლარი იყო; სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში 18 441 962 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან - 3 398 001 ლარი, კლუბის მაგიდიდან - 206 ათასი ლარი, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 3 055 438 ლარი; სამორინეს მაგიდიდან - 8 889 286 ლარი.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით გაიზარდა და 28.9 მილიარდი ლარი შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმ 10 კომპანიას შორის, რომელთაც პანდემიისას ყველაზე მაღალი ბრუნვა აქვთ - 6 სათამაშო ბიზნესია.

თაია არდოტელი