რა თანხა შედის ბიუჯეტში საწვავის აქციზიდან

2021 წლის იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შესული თანხა გაიზარდა.

კერძოდ, როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში 579 854 716 ლარი შევიდა, მაშინ როცა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 434 011 569 ლარი იყო.

უფრო კონკრეტულად, 2021 წლის იანვარ-მაისში ბიუჯეტში იმპორტირებული პროდუქციის აქციზიდან ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ 523 743 345 ლარი შეადგინა. მათ შორის აქციზმა ბენზინზე - 109 668 759 ლარი; დიზელზე - 80 419 536 ლარი; ნავთზე - 18 283 ლარი; სხვა ნავთობპროდუქტებზე - 9 936 721 ლარი შეადგინა.

თაია არდოტელი