ღამის კლუბების ფუნქციონირება კვლავ შეზღუდული რჩება

ღამის კლუბების ფუნქციონირება კვლავ შეზღუდული რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ამასთანავე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის გაუქმების მიუხედავად, 1-ელი ივლისიდან, კვების ობიექტების მუშაობა ნებადართული იქნება 00:00 საათამდე, იგივე შეზღუდვა ეხება სასტუმროებში არსებულ სარესტორნე ფართებსაც.