ნათია თურნავა - თუ შევხედავთ საჰაერო გზებით შემოსული ტურისტების სტატისტიკას, დღეს უკვე სამივე საერთაშორისო აეროპორტში კვირაში საშუალოდ 300-350 ფრენა სრულდება

თუ შევხედავთ საჰაერო გზებით შემოსულ ტურისტების სტატისტიკას, დღეს უკვე სამივე საერთაშორისო აეროპორტში კვირაში საშუალოდ 300-350 ფრენა სრულდება. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, მაშინ კვირაში სრულდებოდა 600 ფრენა ანუ ჩვენ უკვე ნახევარზე მეტად მიუახლოვდით იმ ნიშნულს, რაც 2019 წელს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათიან თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

თურნავამ აღნიშნა, რომ ის გადაწყვეტილებები, რაც დღეს იქნა მიღებული, მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის კარგად ჩატარების თვალსაზრისით.

„მნიშვნელოვანი და დადებითი გადაწყვეტილებები მივიღეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რესტორნების მუშაობაც ღამის 12 საათამდე იქნება დაშვებული. ჩვენ დადებითი მოლოდინი გვაქვს ტურისტული სეზონის კარგად ჩატარების თვალსაზრისით. თუ შევხედავთ საჰაერო გზებით შემოსული ტურისტების სტატისტიკას, დღეს უკვე სამივე საერთაშორისო აეროპორტში კვირაში საშუალოდ 300-350 ფრენა სრულდება. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, მაშინ კვირაში სრულდებოდა 600 ფრენა ანუ ჩვენ უკვე ნახევარზე მეტად მიუახლოვდით იმ ნიშნულს, რაც 2019 წელს. მოგეხსენებათ, 2019 წელი იყო რეკორდული წელი ტურისტების მასპინძლობის თვალსაზრისით. დადებითი მოლოდინი იყო, რომ თუნდაც ნახევარი აღვადგინოთ ტურიზმის, რაც 2019 წელს იყო, მაგრამ გაცილებით უკეთ წავა საქმე თუკი ყველანი დავიცავთ ელემენტალურ წესებს“ , - განაცხადა თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.