Xiaomi-მ საკუთარი კინოსტუდია გახსნა

ჩინურმა ელექტრონიკის მწარმოებელმა კომპანიამ Xiaomi მისთვის ახალი მიმართულება წამოიწყო - კომპანია კინობიზნესში შედის. კინოსტუდია Xiaomi Studios სავარაუდოდ, დაეხმარება ბრენდს ბაზარზე საკუთარი გაჯეტების წინ წამოწევაში - წერს Gizmochina.

ამ დროისთვის დეტალები უცნობია, თუმცა გამოცემა ვარაუდობს, რომ Xiaomi გადაიღებს პრომო-რგოლებს საკუთარი სმარტფონებით.

კომპანია ასევე ჩაუშვებს ვიდეოს რედაქტირების პროგრამას Xiaomi Creator, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებს ძველი სმარტფონებით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნაშიც. შედეგად კი კომპანია შეეცდება დაარწმუნოს მომხმარებლები, რომ მათ შეუძლიათ ფილმების გადაღება მოძველებული მოდელებითაც კი.

საკუთარი პროდუქციის წინ წამოწევის მიზნით კინოგადაღებებს აწარმოებდა კომპანია Apple-იც. მან iPhone 11 Pro Max-ით ერთი დუბლით გადაიღო ხუთსაათიანი ფილმი ერმიტაჟში 4К ფორმატში. ამ ვიდეოს წყალობით ამ მუზეუმმა 2020 წლის ლიდერობა მოიპოვა.

კოკა კვირკველია