გერმანიამ Apple-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო

გერმანიის კარტელური საქმეების ფედერალურმა უწყებამ დაიწყო გამოძიება ამერიკული კომპანია Apple Inc.-ის წინააღმდეგ, რათა დაადგინოს ამ კომპანიის გავლენა კონკურენციაზე.

გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა უწყებაში შესული საჩივრები, რომ Apple ახალი საოპერაციო სისტემა iOS 14.5-ის დროს იყენებს პრაქტიკას, რომელიც პოტენციურად ეწინააღმდეგება კონკურენციას.

უწყების განცხადებაში წერია, რომ ის აპირებს დაადგინოს, ქმნის თუ არა iPhone-ის ოპერაციული სისტემა iOS ისეთ ეკოსისტემას, რომელიც რამდენიმე ბაზარზე ახდენს გავლენას, რაც პოტენციურად ურთულებს სხვა კომპანიებს კონკურენციის შესაძლებლობებს.

გამოძიება ასევე იქნება ფოკუსირებული Apple-ის ტექნოლოგიურ და ფინანსურ რესურსებზე, მონაცემებზე წვდომაზე და აპლიკაცია მაღაზიაზე App Store.

უწყებამ ასევე მიიღო საჩივრები იმასთან დაკავშირებით, რომ Apple საკუთარ აპლიკაციებს აყენებს უპირატეს მდგომარობაში, ხოლო სხვა კომპანიებს მათ მიერ შექმნილი აპლიკაციების გავრცელება/გამოყენებისთვის აკისრებს საკომისიოს 30%-ის ოდენობით.

Apple გახდა მეოთხე მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია, რომლის მიმართ გამოძიება დაიწყო უწყებამ. ანალოგიური გამოძიებები უწყებამ უკვე აწარმოა კომპანიების Google, Amazon.com Inc. და Facebook Inc. მიმართ.

კოკა კვირკველია