Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 75 დოლარამდე გაიზარდა

ბრიტანული Brent მარკის ნავთობის ფასმა, 2021 წლის აგვისტოში მიწოდებით, ლონდონის ბირჟაზე ICE 0,16%-ით მოიმატა და ბარელზე 75,02 დოლარი შეადგინა. აღნიშნული ფასი დაფიქსირდა თბილისი დროით 05:20 წუთზე.

ბოლოს Brent მარკის ნავთობის ფასი 75 დოლარზე მაღლა 2019 წლის აპრილში იყო.

რაც შეეხება WTI მარკის ნავთობის ფასს, ის 0,03%-ით არის გაძვირებული და 73,14 დოლარი ღირს.

კოკა კვირკველია