Bloomberg - ჩინეთში ვაქცინების 1.02 მილიარდი დოზა გამოიყენეს, ევროკავშირში 328 მილიონი, აშშ-ში კი 318 მილიონი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 2.66 მილიარდამდე დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოყენებული ვაქცინების რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის 17.4%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი.

მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 39.2 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი 1.02 მილიარდი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას ევროკავშირი მოჰყვება 328 მილიონი დოზით. აშშ-ში ვაქცინების 318 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში კი - 280 მილიონი. ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.9% აიცრა, ევროკავშირში - 28.3%, აშშ-ში კი - 45.2%.