სებ-ის საბჭოს წევრების პოზიციაზე პრეზიდენტმა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები წარადგინა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების თანამდებობაზე ასარჩევად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ორი კანდიდატურა წარუდგინა. ესენი არიან: ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და ეკატერინე მიქაბაძე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მაისში ეროვნული ბანკის საბჭოს 7 წევრიდან 2-ს - ვაჟა ჯანყარაშვილსა და ნიკოლოზ გონგლიაშვილს თანამდებობრივი ვადა ამოეწურა. იმავე წლის ივნისში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს გიორგი ხიშტოვანის და გიორგი მიროტაძის კანდიდატურები წარუდგინა.

მოგვიანებით, გიორგი მიროტაძემ კანდიდატურა მოხსნა, მაგრამ მას მიზეზები არ დაუკონკრეტებია. შესაბამისად, 2019 წლიდან მოყოლებული ეროვნული ბანკის საბჭო 2 წევრის გარეშე ფუნქციონირებს.

თაია არდოტელი