Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1505 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1505 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1610 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 22 ივნისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1566 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7545 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.