ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა გაიზარდა

2021 წლის აპრილის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 242.2 მლნ ლარი შეადგინა.

აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი.

მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 20.2 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 222 მლნ ლარი იყო.

ამასთან, სებ-ის მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 51.2 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2020 წლის ამავე პერიოდში 7.3 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა. გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, აპრილში 22.1 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 1.5 მლნ ლარი იყო.

თაია არდოტელი