ბინა ბათუმში, 1 კვ.მ. 350 დოლარად “მარდი ჰოლდინგისგან”

კომპანია „მარდი ჰოლდინგი“ საშობაო და საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით მომხმარებელს სთავაზობს ფასდაკლების აქციას საცხოვრებელ ბინებზე ბათუმში - 1 კვ.მ. 350 დოლარად.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „მარდი ჰოლდინგი“ ოპერირებს არა მხოლოდ უძრავი ქონების ბაზარზე. ჰოლდინგური ქოლგის ქვეშ გაერთიანებული კომპანიების საქმიანობის სფეროებია მცირე ჰესების მშენებლობა, საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვები, საინვესტიციო აქტივობები საქართველოს ბაზარზე და ქართული სიგარის წარმოება.

მათივე ინფორმაციით, უძრავი ქონების ბაზარზე კომპანია შემოვიდა მხოლოდ 2010 წელს. “მარდი ჰოლდინგს” სამშენებლო-დეველოპერული მიმართულებით უკვე განხორციელებული აქვს 5 პროექტი და ერთდროულად აგრძელებს მუშაობას 9 ახალ პროექტზე.